აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა თამაზ კვარაცხელიამ დაიკავოს

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა თამაზ კვარაცხელიამ დაიკავოს

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა აფხაზეთის მთავრობის ფინანსთა მინისტრმა თამაზ კვარაცხელიამ დაიკავოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ განუცხადა.

მისი თქმით, გია ბარამიას შემცვლელის საკითხზე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დღეს იმსჯელებენ.

"მას შემდეგ რაც შევჯერდებით სასურველ კანდიდატზე აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტი ნდობას გამოუცხადებს ახალ ხელმძღვანელს", - აცხადებს გია გვაზავა.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე კიდევ რამდენიმე კანდიდატურაზე ვრცელდება ინფორმაცია, მათ შორის არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის განათლების მინისტრი დალილა ხორავა

გია ბარამიამ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 5 აპრილს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.