სიონის საკათედრო ტაძარში ხვალ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი საყოველთაო პარაკლისი აღევლინება

სიონის საკათედრო ტაძარში ხვალ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი საყოველთაო პარაკლისი აღევლინება

სიონის საკათედრო ტაძარში ხვალ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი საყოველთაო პარაკლისი აღევლინება.

პარაკლისის დამთავრების შემდეგ, ტაძრიდან ყველა დამსწრე პირი გადაინაცვლებს შარდენზე მდებარე კლუბ "ბამბა რუმსში", სადაც ამავე კლუბის ინიციტივით და ორგანიზებით ამ დღისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდება. ღონისძიების დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირისკენ მშვიდობიანი მსვლელობა მოეწყობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

ღონისძიებას 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიაში მონაწილე პირები, უცხოელი სტუმრები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან. ღონისძიებაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.