იუსტიციის სამინისტროს 15 000 ევრო გამოეყო

იუსტიციის სამინისტროს 15 000 ევრო გამოეყო

წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 15 000 ევროს ეკვივალენტი ლარი გამოეყო , - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებაში, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელდა. 

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე "მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ", 2012 წლის 9 ოქტომბერს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი",-ნათქვამია პრემიერის ბრძანებაში.