112-ში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ სატელეფონო შეტყობინება შევიდა. ადგილზე 1 საათის განმავლობაში სამართალდამცველები და გამნაღმველები მუშაობდნენ, თუმცა შენობაში ბომბი ვერ აღმოაჩინეს.
112-ის თანამშრომლების თქმით, სატელეფონო ზარის ავტორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო. ცრუ განგაშის შემდეგ 112-ის სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.