პრემიერ-მინისტრი მართლმადიდებლებს ხარების დღესასწაულს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი მართლმადიდებლებს ხარების დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მართლმადიდებლებს ხარების დღესასწაულს ულოცავს. "7 აპრილს მართლმადიდებელი ქრისტიანები ხარების დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს ეხარა მთელ კაცობრიობას, რომ ამირეიდან სამყაროს მხსნელი მოევლინებოდა. ხარება ჭეშმარიტი სიხარულის დღეა. სიხარული არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს. ხარებას გილოცავთ ყველას", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში, რომელიც პრემიერის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.