შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული იარაკლი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, წყალტუბოში, გამსახურდიას ქუჩაზე, ირაკლი ბ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 23 ცალი ვაზნით ამოიღეს.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.