დოდო აბაშიძე სტალინში აერიათ?

დოდო აბაშიძე სტალინში აერიათ?

თბილისში ქართველი მსახიობის, დოდო აბაშიძის ძეგლი შეღებეს. მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ბიუსტს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. ეს ფაქტი სავარაუდოდ, წუხელ ღამით მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთაწმინდის გამგებლის მოადგილე ივა ჭყონიამ განუცხადა, შემთხვევა სავარაუდოდ, წუხელ ღამე მოხდა. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა და შეისწავლეს სამართალდამცველებმა. მისი თქმით, დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან. თუმცა, უცნობია, ვინ შეღება დოდო აბაშიძის ძეგლი. არსებობს მოსაზრება, რომ დოდო აბაშიძის ბიუსტი უცნობმა ხულიგნებმა სტალინის ბიუსტად მიიჩნიეს.

გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანების მუხლით.

გარდა ამისა, თბილისში ასევე შეღებილია შევჩენკოს ძეგლი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ძეგლი, სავარაუდოდ, წუხელ შეღებეს ლურჯი საღებავით.