ინდოეთში დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

ინდოეთში დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

ინდოეთის ქალაქ მუმბაისთან ახლოს მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. მათ შორის 17 ბავშვია. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, 7- სართულიან კორპუსში ჩამონგრევის დროს 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად 70 ადამიანია დაშავებული.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, კორპუსის მშენებლობა უკანონოდ ხორციელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა გრძელდებოდა, კორპუსის ოთხ სართულზე ხალხი იყო შესახლებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.