9 აპრილს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

9 აპრილს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

9 აპრილს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეული იქნებიან პირველი მოწვევის პარლამეტის წევრები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს და შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

9 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ პარლამენტის წევრებს დღევანდელი სესიის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აცნობა და აღნიშნა, რომ ეს იქნება პირველი მოწვევის პარლამენტისა და დღევანდელი პარლამენტის წევრების შეხვედრა. ამასთან, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ის აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მომავალი კვირისთვის რამდენიმე დეპუტატთან ერთად ვიზიტით პოლონეთში მიემგზავრება.

ღონისძიება 9 აპრილს თბილისში, პარლამენტის შენობაში, 15.00 საათისთვის არის დაგეგმილი.