ჯგუფი “Florence + The Machine” დიდ ბრიტანეთში გალიდერდა

ჯგუფი “Florence + The Machine” დიდ ბრიტანეთში გალიდერდა

გუშინ გამოცემამ “Official Chart Company” გამოაქვეყნა დიდ ბრიტანეთში წინა კვირის საუკეთესო მუსიკალური ალბომების ჩამონათვალი.

 

ამ სიის სათავეში მოექცა ჯგუფი “Florence + The Machine”-ს ახალი სტუდიური ნამუშევარი “Ceremonials”. ეს ალბომი მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამოვიდა და ერთი კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მისი 90 ათასი ცალი გაიყიდა.

 

საინტერესოა, რომ ეს დისკი ჯგუფის რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერია. პირველმა “Lungs” დღის სინათლე 2009 წლის ივლისში იხილა და გამოცემიდან პირველივე კვირაში ადგილობრივი ჰიტ-პარადის მეორე საფეხურზე აღმოჩნდა.

 

ბრიტანული ინდი-როკ ჯგუფი “Florence + The Machine” 2007 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ ლონდონში. მისი უპირობო ლიდერი მომღერალი ფლორენს უელჩია. ამჟამად ჯგუფის შემადგენლობაში შემდეგი მუსიკოსები შედიან: ფლორენს უელჩი, რობერტ ეკროიდი, კრისტოფ ლოიდ ჰაიდენი, იზაბელა სამერი და ტომ მონგერი.

 

ბრიტანული მუსიკალური ალბომების ჩართის მეორე საფეხურზე აღმოჩნდა წინა კვირის უპირობო ლიდერი, ჯგუფი “Coldplay”-ის ბოლო ნაშრომი “Mylo Xyloto”.

 

მუსიკალური კომპოზიციების ბრიტანულ ჰიტ-პარადს ზედიზედ მეორე კვირაა სათავეში უდგას რეპერი Professor Green-ისა და მომღერალი ემელი სანდეის ერთობლივი სინგლი “Read All About It”.