რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ “Glamour” შოუ-ბიზნესში მოღვაწე წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა.
ზედიზედ მესამე წელია ამ საპატიო ტიტულს ცნობილი ამერიკელი მსახიობი რობერტ პატისონი დაეუფლა.
მეორე საფეხურზე პატისონის თანამემამულე კოლეგა ტეილორ ლოტნერი გავიდა.
მესამე პოზიციაზე პოპულარული “ჯეკი-ბეღურა” ანუ ჯონი დეპი აღმოჩნდა.
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე ფეხბურთელი დევიდ ბეკჰემი და მსახიობი ზაკ ეფრონი მოხვდნენ.