გიგი უგულავა - ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონში უფლებადამცველი და სოციალური მუშაკი იქნება

გიგი უგულავა - ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონში უფლებადამცველი და სოციალური მუშაკი იქნება

დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის მოსახლეობის უფლებებს დაიცავს. ამის შესახებ გიგი უგულავამ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კრწანისის ახალი გამგებელი ტოტალური ზეწოლის გამო წამოვიდა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან.

"მიმაჩნია, რომ ჟურნალისტიკა ერთგვარი კარგი წინაპირობაა კარგი სტარტია იმისთვის, რომ ადამიანმა სხვა ასპარეზზე მოსინჯოს საკუთარი ძალები" - აცხადებს უგულავა.
თბილისის მერის თქმით, ხათუნა ბერძენიშვილი რაიონში უფლებადამცველი და სოციალური მუშაკი იქნება.

როგორც კრწანისის რაიონის ახალი გამგებელი აცხადებს, ის ჟურნალისტიკიდან საკუთარი სურვილით არ წასულა და ამიერიდან აპირებს აქტიურად ჩაებას კრწანისელების პრობლემების გადაჭრაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონის გამგებლად გიგი უგულავამ დღეს წრადგინა.