დავით ზალკალიანი:   საქართველო სოჭის ოლიმპიადისადმი ბოიკოტს არ გამოუცხადებს

დავით ზალკალიანი: საქართველო სოჭის ოლიმპიადისადმი ბოიკოტს არ გამოუცხადებს

რა ფორმით მიიღებს საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას, მთავრობა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ”თავის დროზე” გაავრცელებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. 

კითხვაზე, უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა საქართველომ სოჭის ოლიმპიადაზე, მინისტრის მოადგილის განცხადებით, თავის დროზე ითქვა, რომ საქართველო არ გამოხატავს ბოიკოტს.
"რაც შეეხება მონაწილეობას, თავის დროზე იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება. როცა ამის დრო მოვა, მთავრობა ამის შესახებ ყველას ამცნობს", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.