ბანკები და შემოსავლების სამსახური 30-31 მარტს სტანდარტული დღის განრიგით იმუშავებენ

ბანკები და შემოსავლების სამსახური 30-31 მარტს სტანდარტული დღის განრიგით იმუშავებენ

ბანკები და შემოსავლების სამსახური 30-31 მარტს სტანდარტული დღის განრიგით იმუშავებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული ორი დღე შემოსავლების სამსახურის უფროსისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებისა და საბანკო დაწესებულებებისათვის სრულ სამუშაო დღეებად გამოცხადდა. 

შესაბამისად, მიმდინარე წლის 30-31 მარტს, საბანკო ანგარიშსწორების (RTGS) სისტემა, ასევე შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები სტანდარტული დღის განრიგით იმუშავებენ.

როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტეს, გარდა იმისა, რომ 30 და 31 თვის ბოლო რიცხვებია, თან შაბათ-კვირა დაემთხვა, სავადო გადასახადების გადახდის ვადაა და აქედან გამომდინარე იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება.