გურამ ოდიშარია ხვალ პანკისის ხეობას ეწვევა

გურამ ოდიშარია ხვალ პანკისის ხეობას ეწვევა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საკუთარ მოადგილეებთან, მარინე მიზანდართან და ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკთან ერთად პანკისის ხეობას ეწვევა . 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, უწყების დელეგაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელ ბექა ბაიდაურთან და ადგილობრივი უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს გამართავს.

ამასთან, კულტურის მინისტრი მოადგილეებთან ერთად პანკისის ხეობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრება. შემდეგ კი შეხვედრა სოფელ დუისში უსუპ მარგოშვილის სახელობის დუისის საჯარო სკოლაში სკოლის პედაგოგებთან, ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან გაიმართება. შეხვედრას ხალხური თვითშემოქმედებითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილი საღამო დაასრულებს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბაწარის ნაკრძალის დაცული ტერიტორიის, ხადორის ხეობის მონახულება და კულტურის სხვადასხვა ძე