"საქართველოს გზის" თავმჯდომარემ, თეიმურაზ მურვანიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარემ, თეიმურაზ მურვანიძემ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

"მინდა სიამაყით აღვნიშნო და ქვეყანას მივულოცო საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული უმრავლესობის მიერ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმა - საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ქვეყნის სათავეში პასუხისმგებლობით და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედი გუნდი დგას, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართულმა ოცნებამ". გასათვალისწინებელია ისიც, რომ უმცირესობის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, სრულად გაეაზრებინათ ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ამ ნაბიჯთან იყო დაკავშირებული და თუნდაც ერთხელ, მთელი მათი მოღვაწეობის მანძილზე გადაედგათ საქართველოს მომავალზე ორიენტირებული ნაბიჯი. იმედს გამოვთქვავ, რომ საბოლოო შედეგიც მისცემს შესაძლებლობას ქვეყანას, არ შეფერხდეს ჭეშმარიტი დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე",-აღნიშნულია მურვანიძის განცხადებაში.