გიორგი ვოლსკი:  ეს თანხა შენ გამოიყენო იმისთვის, რომ დააფინანსო რადიკალური ქმედებები, რასაკვირველია არ არის პოლიტიკურ კონტექსტში განსახილველი თემა

გიორგი ვოლსკი: ეს თანხა შენ გამოიყენო იმისთვის, რომ დააფინანსო რადიკალური ქმედებები, რასაკვირველია არ არის პოლიტიკურ კონტექსტში განსახილველი თემა

ეს თანხა შენ გამოიყენო იმისთვის, რომ დააფინანსო რადიკალური ქმედებები, რასაკვირველია არ არის პოლიტიკურ კონტექსტში განსახილველი თემა, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაზე საუბრისას.

პროკურატურა იხილავს საკითხს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან და საოცრებაა, რომ ამ თემებში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია. უფრო მეტი საოცრება ის არის, რომ ისინი იმ პოზიციით კი არ გამოდიან, რომ დაასახელონ თავისი პროგრამები, ხარჯები, გამჭვირვალეები იყვნენ ამ მიმართულებით, არამედ პირდაპირ გამოდიან პოლიტიკური ბრალდებებით ისევე, როგორც გამოდიოდნენ ნებისმიერი მიტინგის დროს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაედო.