რუსეთი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნებით შეშფოთებულია

რუსეთი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნებით შეშფოთებულია

რუსეთი მორიგი ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნებით შეშფოთებულია. ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.

"ეს ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები "ავღანეთის ოპერაციისთვის მზადებით" ხსნიან, ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას. საქართველომ, როგორც ცნობილია, 2008 წელს საომარი კოფლიქტი გააღვივა, დღეს კი კატეგორიული წინააღმდეგია ახალ პოლიტიკურ რეალობას შეეგუოს. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი სამხედრო წვრთნა საქართველოში, რითაც არ უნდა იყოს მოტივირებული, რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის პესპექტივებს ართულებს", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

როგორც ცნობილია, ვაზიანში ქართულ-ამერიკული სწავლება Agile Spirit 2013 მიმდინარეობს, რომელიც 29 მარტს დასრულდება.