კახი კალაძე

კახი კალაძე "ყაზტრანსგაზის" ყაზახური მხარისთვის დაბრუნებაზე მოლაპარაკებებისთვის მზად არის

ენერგეტიკის მინისტრი "ყაზტრანსგაზის" ყაზახური მხარისთვის დაბრუნებაზე მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. 

როგორც კახი კალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ თემასთან დაკავშირებით ყაზახეთიდან საქართველოს დამატებით დელეგაცია არ სწვევია.

მინისტრის განმარტებით, მხოლოდ ერთი ოფიციალური ვიზიტი იყო ყაზახეთის ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, რომელზეც დაისვა "ყაზტრანსგაზის" დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხი.
"ჩვენ მათ თანხმობა მივეცით და მზად ვართ ეს საკითხი განვიხილოთ. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩამობრძანდნენ და დავიწყოთ მოლაპარაკებები, რადგან გასარკვევია გარკვეული თემები", - აღნიშნა კახი კალაძემ.

გასარკვევ თემებს შორის არის "ყაზტრანსგაზის" 70-მილიონიანი დავალიანება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, რის გამოც კომპანიის საქმიანობას ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს.