მინისტრები პრეზიდენტის გამოსვლას თავისუფალი გრაფიკის შემთხვევაში დაესწრებიან

მინისტრები პრეზიდენტის გამოსვლას თავისუფალი გრაფიკის შემთხვევაში დაესწრებიან

მინისტრთა კაბინეტის წევრები პრეზიდენტის გამოსვლას თავისუფალი გრაფიკის შემთხვევაში დაესწრებიან. 

როგორც ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ თემის კომენტირებისას განუცხადა, თუ მოსაწვევს მიიღებს და სხვა არაფრით იქნება დაკავებული, პარლამენტში მისვლის წინააღმდეგი არ არის.

პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრება დაგეგმილი არა აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მით უმეტეს არ იცის, როდის შედგება ეს ანგარიში. რაც შეეხება სოზარ სუბარს, სასჯელაღსრულების მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტის გამოსვლას არც ერთ შემთხვევაში არ დაესწრება.სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, მიიღებენ გადაწყვეტილებას ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები. როგორც ნოდარ ხადური და დავით ნარმანია აცხადებენ, დატვირთული გრაფიკის შემთხვევაში პრეზიდენტის ანგარიშს ვერ მოუსმენენ. რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრს, კახი კალაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არა აქვს.

"მივესალმები პარლამენტისთვის უფლებამოსილების დაბრუნებას, რომელიც მას სააკაშვილისგან ჰქონდა წართმეული. ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ პარლამენტი საკუთარი უფლებების აღდგენისთანავე პრეზიდენტის ანგარიშს მოუსმენდა", - აღნიშნა კახა კალაძემ.