საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე, პროექტში შესაძლოა, გარკვეული შესწორებები შევიდეს

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე, პროექტში შესაძლოა, გარკვეული შესწორებები შევიდეს

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე, პროექტში შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები ისევ აისახოს. 

საუბარია, რომ კონსტიტუციაში დაზუსტეს და მკაფიოდ ჩეიწეროს - პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული შეზღუდვა, რომელიც პარლამენტში წარდგენილი პროექტით შემოდის, დროებითია და 2013 წლის შემოდგომამდე - ახალი საკონსტიტუციო ნორმების ამოქმედებამდეა ძალაში.

ეს ერთადერთი შენიშვა იყო, რომელიც საკითხის მეორე მოსმენით განხილვისას უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა დააფიქსირა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც გაიზიარა.

კერძოდ, როგორც კუბლაშვილმა განმარტა, წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები თავისი შინაარსით გარდამავალი ნორმაა, რადგან ოქტომბრის შემდეგ კონსტიტუციის ახალი რედაქცია იმავე მუხლებით ამოქმედდება. კუბლაშვილის შეფასებით, სჯობდა, შეზღუდვა, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გულისხმობს, გარდამავალ დებულებებში ასახულიყო და კონსტიტუციის ძირითად ტექტს არ შეხებოდნენ.

თავის მხრივ, პარლამენტში პროექტის წარმდგენმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტან ხმალაძემ განაცხადა, რომ მომზადებული ცვლილები კონსტიტუციის იმ რედაქციას, რომელიც 2013 წლის შემოდგომიდან უნდა ამოქმედდეს, არ ეხება და ამ მხრიც ყველაფერი ცხადია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით კონსტიტუციაში უფრო მკაფიო და ცალსახა ჩანაწერი უნდა გაკეთდეს. მან იურიდიულ კომიტეტს სთხოვა, თუკი შესაძლებელია, პროექტის მესამე მოსმენით მიღებისას, მეტი დაზუსტებისთვის, ამის გათვალისწინება მოხდეს.