ნოდარ ხადური:  საგადასახადო ოაზისში მყოფი კომპანიები აუცილებლად შემოწმდებიან

ნოდარ ხადური: საგადასახადო ოაზისში მყოფი კომპანიები აუცილებლად შემოწმდებიან

კომპანიები რომლებიც საგადასახადო ოაზისში იყვნენ და არ იხდიდნენ გადასახადებს, აუცილებლად შემოწმდებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მან პასუხი გასცა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც "ბარამბოს" და იმ კომპანიების წარმომადგენლები რომელთა მეწილეც ცეზარ ჩოჩელი იყო, პრემიერს მიმართავენ დაინტერესდნენ მათი მდგომარეობით. კომპანიის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლა მიმდინარეობს. 

"საკმარისი არ არის შემოსავლების სამსახური რომ დაინტერესდა? არანაირი ზეწოლა არ მიმდინარეობს. კომპანიები, რომლებიც იყვნენ საგადასახადო ოაზისში და არ იხდიდნენ გადასახადებს და ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამ კომპანიებს შეამოწმებენ, მიუხედავად იმისა, ვინ როდის იყო მისი დამფუძნებელი", - განაცხადა ხადურმა.

ხადურმა აღნიშნა, რომ შემოწმდება ყველა საწარმო რომლის მიმართაც რაიმე კითხვა არსებობს.