თინა ხიდაშელი:  2013 წელს პარლამენტის თბილისში გადატანა ვერ მოხერხდება

თინა ხიდაშელი: 2013 წელს პარლამენტის თბილისში გადატანა ვერ მოხერხდება

თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე, 2013 წელს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან დედაქალაქში გადატანა ვერ მოხერხდება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განუცხადა. 

თუმცა მისივე თქმით, პარლამენტი აუცილებლად გადავა თბილისში.

"პარლამენტზე ჩვენ მუდმივად გვაქვს საუბარი, პარლამენტი, 100%-იანი გარანტიით ვთვლით, რომ აუცილებლად გადავა თბილისში, თუმცა ექსპერტებისგან მივიღეთ დასკვნა, რომ ეს მიმდინარე წელს ვერ მოხდება შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, არ ვიჩქარებთ და ის საკონსტიტუტიცო პაკეტთან ერთად გავა", - განაცახადა ხიდაშელმა.