თამბაქოს მოხმარებაზე შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს

თამბაქოს მოხმარებაზე შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც თამბაქოს მოხმარება აკრძალულია, შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს. 

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა, იცის, რომ თამბაქოს კონტროლის კომისია მუშაობს იმაზე, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კიდევ უფრო შეიზღუდოს თამბაქოს მოხმარება.

სხვა დეტალები ხადურს არ დაუკონკრეტებია.