საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას უცხოური მედია ეხმაურება

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას უცხოური მედია ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას უცხოური მედია ეხმაურება.

როგორც "ესოშიეთიდ პრესი" წერს, ქართველმა დეპუტატებმა მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის უფლებამოსილებას უზღუდავს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ახალი ნაბიჯია დასავლეთში განათლებამიღებულ პრეზიდენტ სააკაშვილსა და რუსეთთან დამეგობრებულ პრემიერ-მინისტრს შორის არსებულ უფლებებისთვის ბრძოლაში.
"სააკაშვილი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა ოქტომბერში ეწურება, ბევრი უფლებით სარგებლობს, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის დათხოვნისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ამ უფლებას არ გამოიყენებდა, საპარლამენტო უმრავლესობა მოითხოვს, რომ პრეზიდენტს ფორმალურადაც ჩამოერთვას ეს უფლებები", - წერს "ესოშიეთიდ პრესი".