მაია ფანჯიკიძე და ნოდარ ხადური საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ქვეყნის გამარჯვებად აფასებენ

მაია ფანჯიკიძე და ნოდარ ხადური საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ქვეყნის გამარჯვებად აფასებენ

საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით დაამტკიცა, ქვეყნის გამარჯვებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მეტს არაფერს არ აქვს მნიშვნელობა.
"ვისთვის შეიძლება იყოს სილის გაწვნა, ვისთვის გამარჯვება, ვისთვის დამარცხება, მაგრამ მთავარია, რომ ეს არის საქართველოს გამარჯვება და ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ამავე საკითხის კომენტირებისას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კი აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებას ეძლევა საშუალება სტაბილურად მუშაობისა და ეს მოსახლეობაზეც აისახება.

პარლამენტმა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებები 135 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო.