ახალგაზრდები, რომლებსაც გუშინ მატარებელი დაეჯახა,

ახალგაზრდები, რომლებსაც გუშინ მატარებელი დაეჯახა, "ეროვნული ფრონტის" წევრები იყვნენ

ახალგაზრდები, რომლებსაც მახინჯაურში გუშინ მატარებელი დაეჯახა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტის" წევრები იყვნენ.

არსებული ინფორმაციით, ისინი ბათუმში მეჩეთის აშენების საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად იყვნენ ჩასულები და თბილისში ბრუნდებოდნენ.

გუშინ, გვიან საღამოს, მახინჯაურში ორ ახალგაზრდა მამაკაცს სატვირთო მატარებელი დაეჯახა, მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ისინი თბილისელები არიან. 30 წლამდე ასაკის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტს ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა და მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს.

როგორც რკინიგზის სადგურის მორიგე არჩილ მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სატვირთო მატარებლის მოძრაობის სიჩქარე გადაჭარბებული არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მოკვლევას აწარმოებენ.