დავით ბერძენიშვილი - ადგილი ჰქონდა ზოგიერთი დეპუტატის კენჭისყრისგან იზოლირების მცდელობას

დავით ბერძენიშვილი - ადგილი ჰქონდა ზოგიერთი დეპუტატის კენჭისყრისგან იზოლირების მცდელობას

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ადგილი ჰქონდა იმ დეპუტატთა კენჭისყრისგან იზოლირების მცდელობას , რომლებიც შესაძლებელი იყო, რომ მათ არ დამორჩილებოდათ.

როგორც ბერძენიშვილმა გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა, რამდენიმე დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან", რომელიც 20 მარტის პლენარულ სხდომას ესწრებოდა, "უცებ საღამოს აღმოჩნდა, რომ სადღაც გაფრინდა".

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მათი კოლეგების სახელი არ დააკონკრეტა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ "იყო ერთი-ორი ასეთი დეპუტატი".

პარლამენტმა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებები 135 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო. მანამდე ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა და პროექტის მომხრე 93 დეპუტატი დაფიქსირდა.