საკონსტიტუციო ცვლილება მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, ორშაბათს დამტკიცდება

საკონსტიტუციო ცვლილება მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, ორშაბათს დამტკიცდება

საკონსტიტუციო ცვლილება მესამე მოსმენით საბოლოოდ, სავარაუდოდ, ორშაბათის რიგგარეშე სესიაზე დამტკიცდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ცვლილებების მიღების პროცესი დროში საკმაოდ გაიწელა და მისი მიღება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. "ორშაბათს ჩატარდება სავარაუდოდ რიგგარეშე სესია და სწორედ იქ გავა სავარაუდოდ მესამე მოსმენით. ეს პროცესი დროში ძალიან გაიწელა და კარგი იქნება, რაც შეიძლება მალე დავამტკიცოთ", - აღნიშნა ხმალაძემ.

მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს განიხილება. გუშინ კი პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 135 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო. მანამდე ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა და პროექტის მომხრე 93 დეპუტატი დაფიქსირდა.