აშშ-ის საელჩო - საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება საქართველოში პოლიტიკურ ჰარმონიას ხელს შეუწყობს

აშშ-ის საელჩო - საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება საქართველოში პოლიტიკურ ჰარმონიას ხელს შეუწყობს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკურ ჰარმონიას, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში , რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით გავრცელდა.

"შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ლიდერებს, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას იმ ფორმულაზე შეთანხმებას, რომელმაც პარლამენტს საშუალება მისცა, პირველი მოსმენით მიეღო კანონპროექტი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება საქართველოში პოლიტიკურ ჰარმონიას შეუწყობს ხელს. ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გზას გაუკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდირებას", - აღნიშნულია განცხადებაში.