მიხეილ სააკაშვილი – არანაირი მცდელობა, რომ გამიყვანონ პოლიტიკური ბრძოლიდან, არ გამოგივათ

მიხეილ სააკაშვილი – არანაირი მცდელობა, რომ გამიყვანონ პოლიტიკური ბრძოლიდან, არ გამოგივათ

არანაირი მცდელობა, რომ მე გამიყვანონ პოლიტიკური ბრძოლიდან, არ გამოგივათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა .

როგორც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი მზად არის ხალხთან ერთად ბოლომდე იბრძოლოს.
"ყველანაირი მცდელობა, რომ მე გამიყვანონ პოლიტიკური ბრძოლიდან, ახლა, ან მომავალ წლებში, არ გამოგივათ, იმიტომ, რომ მე ვიქნები ერთ-ერთ მებრძოლი იმ ბრძოლაში, რომელსაც დემოკრატიისა და განვითარების საბოლოოდ დამკვიდრება და გაგრძელება ჰქვია. მე მინდა ვუთხრა ხალხს, გულს ნუ გაიტეხთ, ჩვენი ბრძოლა გრძელდება და დღეს ვაჩვენეთ, რომ ძალიან ბრძოლისუნარიანები ვართ. ჩვენ ჩვენს ბრძოლას გავაგრძელებთ, მე თქვენთან ერთად ამ ბრძოლას გავაგრძელებ. პრეზიდენტის რანგში, თუ პრეზიდენტის რანგის გარეშე, მანამ, სანამ საქართველოს ხელახლა გადარჩენის საკითხი დგას", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ გამოჩნდა, რომ ყაჩაღური რუსული მეთოდებით საქართველოში ოპოზიციასთან ვერავინ ვერასოდეს ილაპარაკებს. "ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ 2003 წელს, 2008 წელს და საქართველოს გადავარჩენთ ამ გამოწვევებშიც, რომლებიც სახეზეა. ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. მე ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ვარ ბოლომდე და ჩვენ როგორც დღეს გავიტანეთ ჩვენი პოზიცია, ასევე გავიტანთ ჩვენს პოზიციებს ბოლომდე", - დასძინა პრეზიდენტმა.