გოკა გაბაშვილი - ყველამ დაინახა, რომ უმცირესობა თავის გადაწყვეტილებაში ერთიანი იყო

გოკა გაბაშვილი - ყველამ დაინახა, რომ უმცირესობა თავის გადაწყვეტილებაში ერთიანი იყო

უმრავლესობას უნდა გადაებიჯებინა საკუთარი წინასწარი განწყობისთვის და უნდა ჩაეტარებინა სარეიტინგო კენჭისყრა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უმცირესობა აფასებს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდა.

"დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ რასაც ამბობდნენ, თითქოს ოპოზიცია გატეხეს და შეიტანეს განხეთქილება, ვერ მოახერხეს. ყველამ დაინახა, რომ უმცირესობა იყო ერთიანი თავის გადაწყვეტილებაში. კონსტიტუციაში შესწორებები მხოლოდ შეიძლება მივიღოთ დიალოგით, შეთანხმებით და არა კვერცხების სროლით და ზეწოლით. ჩვენ ვაფასებთ იმ გადაწყეტილებას, რის მიხედვითაც სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდა", - აღნიშნა გუშინ გოკა გაბაშვილმა.

პარლამენტმა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებები 135 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო. მანამდე ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა და პროექტის მომხრე 93 დეპუტატი დაფიქსირდა.