ავღანეთში ხვალ ქართველი სამხედროების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრება

ავღანეთში ხვალ ქართველი სამხედროების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრება

საქართველოდან ავღანეთში ხვალ სამხედროების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გაცილების ცერემონია ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება.

"საქართველოს შეიარაღებული ძალების III და IV ქვეითი ბრიგადების 33-ე და 42-ე ბატალიონების სამხედროები ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მიიღებენ მონაწილეობას", - განმარტავენ უწყებაში.

ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონია დაბა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, 15:00 საათზე დაიწყება.