სარეიტინგო კენჭისყრამ დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აღმოაჩნდა

სარეიტინგო კენჭისყრამ დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აღმოაჩნდა

სარეიტინგო კენჭის შედეგად დაფიქსირდა, რომ პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებას 93 მომხრე ჰყავდა. პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხი შემდეგნაირად დასვა: - უჭერდნენ თუ არა მხარს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს. მომხრე 93 დეპუტატი აღმოჩნდა, მაშინ როცა კონსტიტუციის მიღებას სულ მცირე 100 პარლამენტარის მხარდაჭერა სჭირდება.

სწორედ ამის შემდეგ დადგა პირველი მოსმენით კენჭისყრაზე წარდგენილი პროექტი და ის 135 ხმით, ერთხმად - უმცირესობის მხარდაჭერით გავიდა.

სარეიტინგო კენჭისყრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრინციპული მოთხოვნა იყო, რის სანაცვლოდაც დაუჭირა მან მხარი წარმოდგენილ ცვლილებებს.