დავით ბაქრაძე:  თუ არსებული მექანიზმის გამოყენებით პრეზიდენტი მოახდენს მთავრობის დათხოვნას, მე ჩემს ადგილს მის გუნდში ვერ დავინახავ

დავით ბაქრაძე: თუ არსებული მექანიზმის გამოყენებით პრეზიდენტი მოახდენს მთავრობის დათხოვნას, მე ჩემს ადგილს მის გუნდში ვერ დავინახავ

თუ პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, არსებული მექანიზმის გამოყენებით პრეზიდენტი მოახდენს მთავრობის დათხოვნას და ფორმირებას პარლამენტის გარეშე, მე ჩემს ადგილს მის პოლიტიკურ გუნდში ვერ დავინახავ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ის ამას ამბობს ღიად, საჯაროდ, იმიტომ, რომ გამორიცხავს ასეთი მექანიზმის გამოყენებული იყოს. "გასაგებია ღელვაც და ამ საკითხის მნიშვნელობაც. ამ თემამ სამართლაიანდ თუ უსამართლოდ, შეიძინა ისეთი დატვირთვა, რომ დღეს პოლიტიკური ბრძოლის გადამწყვეტ მომენტად გადაიქცა. წარმოჩენა ისე, თითქოს ამ ცვლილებებზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედი, რბილად რომ ვთქვათ, არის გადაჭარბება და არასწორი. ამის მარტივი დასტურია ის, რომ 2013 წლის ოქტომბერში ეს ცვლილებები ძალას კარგავს",-აღნიშნა ბაქრაძემ.

რაც შეეხებ იმას, ხომ არ დგას საკითხი ისე, რომ 2013 წლის ოქტომბრამდე რაიმე შეიძლება დაიქცეს და დაინგრეს, იმის გამო, რომ მთავრობის დათხოვნის მექანიზმის დევს კონსტიტუციაში, ბაქრაძის განცხადებით, ვერც უმრავლესობა და ვერც უმცირესობა ვერ ხედავს იმის შანსს, რომ ეს ცვლილებები აპრილში იქნება გამოყენებული.

"თქვენ ამას ხსნით განსხვავებული მოტივაციით, ჩვენ - განსხვავებული მოტივაციით. მაგრამ ფაქტი ერთია, თქვენს გამოსვლებშიც და ჩვენს გამოსვლებშიც ძალიან ნათლად ჩანს, რომ არანაირი მოლოდინი და პერსპექტივა, რომ ეს ცვლილებები გამოყენებული იქნება, არ არსებობს",-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.