მეთ დეიმონი ძალადობის წინააღმდეგ

მეთ დეიმონი ძალადობის წინააღმდეგ

ამერიკული მას-მედიის ცნობით, ცნობილი მსახიობი მეთ დეიმონი ახალი ინიციატივით გამოვიდა. “ოსკაროსანმა” მსახიობმა უარი განაცხადა იმ პროექტებში მონაწილეობაზე, რომლებიც ძალადობის სცენებითაა გაჯერებული.

 

მეთ დეიმონის სახელი კინოს მოყვარულებისათვის კარგად არის ცნობილი. მან მონაწილეობა მიიღო შემდეგ გახმაურებულ სურათებში: “გონიერი უილ ჰანტინგი”, “ნიჭიერი მისტერ რიპლი”, “რიგითი რაიანის გადარჩენა” და კინოდილოგია ჯეისონ ბორნის შესახებ.

 

ცოტა ხნის წინ მსახიობმა აღიარა, რომ ბევრი სცენარი რომლებსაც სთავაზობენ, უხვადაა გაჯერებული უაზრო ძალადობით. მას კი აღარ სურს ასეთ ფილმებში გამოჩენა.

 

მეთ დეიმონის აზრით, ასეთი სცენები უარყოფითად ზემოქმედებს მაყურებლის ფსიქიკაზე და აღძრავს მასში სურვილს, რეალურ ცხოვრებაშიც გაიმეოროს თვალით ნანახი ძალადობის აქტები.