ჯგუფი “Radiohead”-ის ახალი კომპოზიცია

ჯგუფი “Radiohead”-ის ახალი კომპოზიცია

ცნობილმა ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა “Radiohead” რეპერ MF Doom-თან ერთად რამდენიმე დღის წინ ახალი კომპოზიცია ჩაწერა. მისი სახელწოდებაა “Retarded Fren” და ეძღვნება მუსიკალური სტუდია “Lex Records”-ის დაარსებიდან ათი წლისთავის იუბილეს.

 

ამ თარიღთან დაკავშირებით ყველა ის მუსიკოს-შემსრულებელი რომელიც ამ ფირმასთან თანამშრომლობდა, 2012 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე ერთ კომპოზიციას ჩაწერს. 2012 წლის თებერვალში ისინი ერთ ალბომში განთავსდებიან და ნებისმიერ მსურველს მათი შეძენა შეეძლება.

 

ჯგუფი “Radiohead”-ის წევრები უახლოეს მომავალში სტუდიაში ჩაიკეტებიან და ახალ ალბომზე მუშაობას დაიწყებენ.

 

მომავალ წელს ჯგუფმა მსოფლიო საგასტროლო ტურნეში უნდა მიიღოს მონაწილეობა. მუსიკოსებს სურთ, რომ ახალი დისკი დაგეგმილ კონცერტებამდე გამოუშვან.

 

დღეისათვის “Radiohead”-ის ბოლო სტუდიური ნამუშევარი “The KIng of Limbs” 2011 წლის თებერვალში გამოვიდა.

 

წინა თვეს ჯგუფის წევრებმა გამოუშვეს დისკი სახელწოდებით “TKOL RMX 1234567”. ის წარმოადგენს წინა ალბომში “The King of Limbs”, წარმოდგენილი კომპოზიციების ერთგვარ რემიქსებს.