ბრიტანული ჯგუფი “Coldplay”-ის ახალი ალბომი “Mylo Xyloto” სათავეში მოექცა მუსიკალური ალბომების წინა კვირის ამერიკულ ჰიტ-პარადს. ეს რეიტინგი გამოცემა “Billboard 200”-მა გამოაქვეყნა.
ჯგუფის რიგით მეხუთე სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს გამოვიდა. გამოსვლისთანავე ის დიდი ბრიტანეთის ჩართების სათავეში მოექცა.
ერთი კვირის განმავლობაში აშშ-ში ამ ნამუშევრის 447 ათასი ცალი გაიყიდა.
საინტერესოა, რომ “Mylo Xyloto” ჯგუფის მესამე ალბომია, რომელიც გაყიდვაში გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ აშშ-ში გალიდერდა. ადრე ეს პატივი 2008 წელს ჩაწერილ “Viva La Vida or Death and All His Friend”-ს და 2005 წელს გამოშვებულ “X & Y”-ს ერგოთ.
წინა კვირის ამერიკული მუსიკალური ჩართის მეორე საფეხურზე მომღერალი კელი კლარკსონის სადებიუტო ალბომი “Stronger” აღმოჩნდა, მესამე პოზიციაზე კი მაიკლ ბუბლეს ახალი ჩანაწერი “Christmas” გავიდა.