ედი მერფის ახალი პროექტი

ედი მერფის ახალი პროექტი

ამერიკული გამოცემა “Collider”-ის ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი ედი მერფი უახლოეს მომავალში ახალი კინოპროექტის განხორციელებას აპირებს.

 

ახალ სურათში მსახიობი სცენარისტისა და ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის ამპლუაში მოგვევლინება. ფილმის სავარაუდო სახელწოდებაა “ჯამალის, ტაირელის, ომარის, ბრიკისა და მაიკლის ველური დასვენება”.

 

სურათის სიუჟეტის მიხედვით, ზემოთჩამოთვლილ პერსონაჟებს უცხოპლანეტელები მოიტაცებენ. ერთ-ერთი გატაცებულის როლს თავად ედი მერფი განასახიერებს.

 

მიმდინარე წლის ნოემბრის დასასრულს მსოფლიოს კინოეკრანებზე ახალი კრიმინალური კომედია “როგორ მოვიპარო ცათამბჯენი” გამოვა. ამ ფილმში მთავარ როლს ედი მერფი ასრულებს.

 

სურათის რეჟისორი ბრეტ რატნერია. ედი მერფის გარდა მასში დაკავებულები არიან ბენ სტილერი, კეისი აფლეკი, ალან ალდა, მეთიუ ბროდერიკი, თეა ლეონი და ჯესიკა ზარი.