სტუდენტებს პედაგოგთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაშლისკენ მოუწოდებს

სტუდენტებს პედაგოგთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაშლისკენ მოუწოდებს

განათლების სამინისტროსთან შეკრებილ სტუდენტებს პედაგოგთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა გურგენიძე დაშლისკენ მოუწოდებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გოჩა გურგენიძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ საჭირო არ არის საპროტესტო აქციების გამართვა, რადგან განათლების მინისტრმა დეტალურად განუმარტა სტუდენტებს აგრარულ უნივერსიტეტში შექმნილი ვითარება. მისივე თქმით, მინისტრმა სტუდენტებს ისიც განუმარტა, რომ აგრარულმა უნივერსიტეტს ისევ შეუძლია ავტორიზაციის მოპოვება.

განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენას ითხოვენ.