მაია ფანჯიკიძე BSEC PERMIS-ის მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალურ მდივანს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე BSEC PERMIS-ის მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე თბილისში ვიზიტით მყოფ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, მუდმივმოქმედი სამდივნოს (BSEC PERMIS) გენერალურ მდივანს , ვიქტორ ტვირჩუნს შეხვდა.

"საქართველოს BSEC-ს გენერალური მდივანი სტუმრობს, ესა ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საქართველო წარმოადგენს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელ ქვეყანას, ვისაუბრებთ იმაზე თუ რა აერთიანებს ამ ქვეყნებს და ეკონომიკური პროექტებზეც, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ ფორმატში, რაც მნიშვნელოვანია. ასევე, ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომელიც აწუხებს გენერალურ სამდივნოს, საუბარია სხვადასხვა სახის პრობლემაზე, რომელთა გადაწყვეტაც არის წვერი ქვეყნების ვალდებულებაც", – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, შეხვედრაზე განიხილებოდა BSEC-ს რეგიონში ისეთ სფეროებში თანამშრომლების გაღრმავების პერსპექტივები, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ორგანზიებულ დანაშაულთან ბრძოლა, მდგრადი განვითარება. ასევე, ბისეკის ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობა, რაც უნდა გამოიხატოს ორგანიზაციის კონკრეტულ პროექტების განხორციელებით, რომლებიც მნიშვნელოვანია პროექტის ყველა წევრი ქვეყნისთვის.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია შედგება შავი ზღვის აუზის 12 ქვეყნისგან, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს რეგიონის ეკონომიკის განვითარება და სტაბილურობა. ვიქტორ ტვირჩუნი საქართველოს ვიზიტით 13 მარტს ეწვია და შეხვედრებს დღეს დაასრულებს.