ვაკის რაიონის გამგებლად ბაჩო დოლიძე დაინიშნა

ვაკის რაიონის გამგებლად ბაჩო დოლიძე დაინიშნა

ვაკის რაიონს გამგებლად ბაჩო დოლიძე დაინიშნა. ახალი გამგებელი მერმა გიგი უგულავამ დღეს წარადგინა. ბაჩო დოლიძე და თბილისის მერი დღეს სანდრო ეულის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და იქ მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერეს. ახალი გამგებელი მოსახლეობას მხარდაჭერას შეპირდა.

ბაჩო დოლიძე თბილისის მერიის პრესსპიკერი იყო.