კახი კალაძე IRI-ის რეიტინგს მთლიანად სამინისტროს დამსახურებად მიიჩნევს

კახი კალაძე IRI-ის რეიტინგს მთლიანად სამინისტროს დამსახურებად მიიჩნევს

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი IRI-ის რეიტინგში მისი მისამართით დაფიქსირებულ მხარდაჭერას მთლიანად სამინისტროს დამსახურებად მიიჩნევს. როგორც კახი კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, მისი მხრიდან საკუთარ რეიტინგზე შეფასების გაკეთება უხერხულია, თუმცა ზოგადად ახალი მთავრობის წარმატებას მიესალმება. 

"სამუშაო ბევრი გვაქვს და გასაკეთებელიც მართლა ბევრია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთის, რომ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები ბოლომდე შევასრულოთ. IRI-ს კვლევაში დაფიქსირებული შედეგები მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს არის სამინსიტროს და მთელი იმ გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგი იგივე ტარიფების შემცირების მიმართულებით, რომელიც სამინისტროში მუშაობს. მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო", - აღნიშნა კახი კალაძემ.