დავით კეზერაშვილის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

დავით კეზერაშვილის წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. კეზერაშვილი ე.წ. რიყის საქმეში რამდენიმე მუხლით არის ბრალდებული. მათ შორის ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბრალად ედება ფულის გათეთრება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კეზერაშვილის საქმეში ახალი ადვოკატები ერთვებიან. კერძოდ, ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად, მის ინტერესებს დაიცავენ ინგლისელი ადვოკატებიც. 

წინასასამართლო სხდომა 14:00 საათზე დაიწყება.