მემერცხენე ალიანსის საგანგებო მიმართვა პარლამენტს

მემერცხენე ალიანსის საგანგებო მიმართვა პარლამენტს

ქართული ოცნებისა და ნაცმოძრაობის დაპირისპირებამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის პიკს მიაღწია.

პრემიერ მინისტრის განცხადებით ცვლილებების არ მიღების შემთხვევაში “აფეთქდება ამერიკა, ევროპა და საქართველო”, ასევე დასაფიქრებელია ნაც. მოძრაობის მიერ 19-ი აპრილისთვის დაანონსებული აქციის აგრესიული ტონი, სადაც პოლიტიკური ზრახვების განხორციელების მიზნით არის მცდელობა გამოყენებულ იქნეს სტუდენტობა და ნაც. მოძრაობის ნაყიდი პოლიტიკოსები თავისი პარტიებით.

მოსალოდნელი პოლიტიკური დაძაბულობის ვითომცდა განმუხტვის მიზნით კოალიცია აპირებს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციურ დაკნინებას 6 თვიანი ვადის გაუქმებით, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია, ასევე საჭიროდ ვთვლით, რომ პრეზიდენტს უნდა ჩამოერთვას პარლამრნტის ნებართვის გარეშე მთავრობის დათხოვნის ექსკლუზიური უფლება.

მოვუწოდებთ საქართელოს პარლამენტის ყველა წევრს, გვერძე გადადონ პირადი და პოლიტიკური ამბიციები და დროულად მიიღონ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შეესაბამება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და თავიდან აგვაცილებს მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებას.

კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი