ბექა ხოფერიას ბრალს დღეს წაუყენებენ

ბექა ხოფერიას ბრალს დღეს წაუყენებენ

ყოფილის პარლამენტარის, ხათუნა ხოფერიას შვილს ბექა ხოფერიას ბრალს დღეს წაუყენებენ. ბექა ხოფერია ამ დროისთვის თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული ბექა ხოფერიას დედა, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია აცხადებს, რომ მისი შვილი სასტიკად ნაცემია.

სამართალდამცველებმა ბექა ხოფერია გუშინ თბილისში დააკავეს. ხოფერიას დაკავება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მოხდა.