კვლევის თანახმად, რადიოს მსმენელთა რიცხვი მაღალია

კვლევის თანახმად, რადიოს მსმენელთა რიცხვი მაღალია

რადიოს მსმენელთა რიცხვი მაღალია, - ამ დასკვნამდე TNS Market Intelligences Caucasus-ი "რადიოს აუდიტორიის კვლევის" შედეგად მივიდა .

როგორც "ინტერპრესნიუსს" IREX-დან აცნობეს, კვლევის პრეზენტაცია დღეს განათლების მულტიმედია ცენტრში გაიმართება.

"წლების განმავლობაში საქართველოში რადიო ყველაზე ნაკლებად პოპულარულ მედიად ითვლებოდა. იყო მცდარი წარმოდგენა, რომ რადიოს მოსახლეობის მცირე ნაწილი უსმენდა. IREX G-MEDIA პროგრამის მეშვეობით TNS Market Intelligences Caucasus-ის მიერ ჩატარებულმა "რადიოს აუდიტორიის კვლევამ" აჩვენა, რომ რადიოს მსმენელთა რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს მიჩნეულია. კვლევის მიხედვით, რადიოს მსმენელთა მნიშვნელოვან ნაწილს საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვს", - აცხადებენ IREX-ში.

კვლევა 2013 წლის 17 იანვარს დაიწყო და დღემდე გრძელდება. "რადიოს აუდიტორიის კვლევა" რადიოსადგურებსა და რეკლამის დამკვეთებს განახლებად ინფორმაციას მიაწვდის.