პაველ ზალევსკი:

პაველ ზალევსკი: "ბიძინა ივანიშვილის სიტყვები მისი გადადგომისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო"

ევროპარლამენტის წევრის პაველ ზალევსკის აზრით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები მისი გადადგომისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო.

ივანიშვილის მიერ ევროპის სახალხო პარტიისადმი მიწერილ წერილს ზალევსკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ხალხი მხარს უჭერს ივანიშვილს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ფიქრობენ, მას საქართველო ევროპისკენ მიჰყავს. ეს წერილი აჩვენებს, რომ ეს ის შემთხვევა არ არის", - წერს ზალევსკი.

ზალევსკი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილს თბილისში შეხვდა და "მისი სიტყვები უკვე საკმარისი იქნებოდა, რომ გადამდგარიყო."

აღსანიშნავია, რომ ზალევსკის ამ განცხადებებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ავრცელებს.

"თქვენი აზრით, რა დრო დასჭირდება ივანიშვილს რომ "მოახერხოს და გაანალიზოს" რომ ევროპასთან მკვახე საუბრით თავს იჭრის? თუ ამას ვერასდროს მოახერხებს? აი, უკვე პირველი ნასიამოვნები ევროპარლამენტარებიც. პაველ ზალევსკი ცოტა ხნის წინ თბილისში იყო, ფრანკო ფრატინისთან ერთად და სწორედ მასზე ამბობდა, ჩვენი ზებრძენი, რომ "მოვახერხე და დავარწმუნეო". მაგრად დაურწმუნებია, ვერაფერს იტყვი!", - აღნიშნავს კანდელაკი.