თენგიზ შერგელაშვილი სამეგრელოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

თენგიზ შერგელაშვილი სამეგრელოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ხვალ, სამეგრელოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, მინისტრის პირველი მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითად პრინციპებს გააცნობს და აღნიშნული სტრატეგიის მიმართულებებს მათთან ერთად განიხილავს.

"რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება ორდონიანი - მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა, რაც მოსახლეობას საკუთარ თვითმმართველობებთან დააახლოებს და გაზრდის მათი ჩართულობის დონეს საკუთარი ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში. გარდა ამისა, 3 500 სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვიმმართველობის საბჭოები", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, აგერთვე, განიხილავენ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების პერსპექტივებს.