15 მარტი ქართული არტილერიის დღეა

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა

15 მარტი ქართული არტილერიის დღეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ვაზიანსა და ხონში I და II საარტილერიო ბრიგადების ბაზებზე ღია კარის დღები გაიმართება. 

"ქართველ არტილერისტთა ოჯახის წევრებს პირადად შეუძლიათ ქართველ სამხედროებს პროფესიული დღე მიულოცონ და გაეცნონ მათ სამუშაო გარემოს. ქართველ არტილერისტებს პროფესიულ დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩვენებელი სამხედრო ორკესტრი, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "რუსთავი" და ქართული ესტრადის ვარსკვლავებიც მიულოცავენ", - აცხადებენ უწყებაში.